გიორგი გახარია - მხვდა წილად ბედნიერება და შსს-ში 2 წელი ვიმუშავე, ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი - მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო სამხედროებსაც

შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა. შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა.

„ ღონისძიების მეორე ეტაპი გრძელდება და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება. მე მხვდა წილად ბედნიერება და შინაგან საქმეთა სამინისტროში 2 წელი ვიმუშავე. იდეალურად, ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო თითოეულ სამხედროსაც, რომელიც უბრალოდ იმიტომ რომ 3 დღეში არჩევნებია უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს ამორალურია. ეს ტოქსიკური 4-5 დღე მალე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა. შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა