ზურაბ ჭიაბერაშვილი - პირველი რიგის ამოცანაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო მიხედავს საჭიროების შემთხვევაში

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას გრძნობდეს.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა დაინერგოს ერთი ზარის პრინციპი, როდესაც 112-ზე დარეკვისას მოქალაქე მიიღებს ოჯახის ექიმის კონსულტაციას. ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა სწრაფი ტესტების სიტემის აწყობა და ჰოსპიტალური რესურსის მუდმივი ზრდა.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა,რომ მომავალი კოალიციური მთავრობა სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს, რათა მოხდეს კრიზისის ეფექტური მართვა.

„პირველი რიგის ამოცანაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო მიხედავს საჭიროების შემთხვევაში, ამიტომ, ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ უპრობლემოდ ვრეკავდეთ 112-ზე, უპრობლემოდ უნდა ვიღებდეთ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, უნდა დაინერგოს ერთი ზარის პრინციპი, როდესაც 112-ზე დარეკვით ჩვენ შეგვიძლია გადაგვამისამართონ და მივიღოთ დაუყოვნებლივ ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

ასაწყობია სწრაფი ტესტირების სისტემა, რათა ადამიანებმა სწრაფად გაიგონ აქვთ თუ არა კორონავირუსი, მით უმეტეს მოდის სეზონური გრიპიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მუდმივად ვზარდოთ რესურსი ჰოსპიტალის მიმართულებით, იმიტომ, რომ როცა იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ბუნებრივია იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ინტენსიური საწოლი სჭირდება.

ამიტომ, ამ ჯაჭვის სრულფასოვნად აწყობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოღონდ ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის, მომდევნო კოალიციური მთავრობა, არჩევნებისა და გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ, ბუნებრივია ზუსტად ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, რომ მოქალაქე გრძნობდეს ყოველწამიერ თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა