თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს მინისტრმა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

მათივე ცნობით, სენაკში უკვე დასრულებულია მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიისა და საცხოვრებელი კორპუსების პერიმეტრის შემოღობვა, ასევე, ყაზარმების ფასადებისა და სახურავების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება 6 ყაზარმა, რაც გულისხმობს ახალი საპირფარეშოების, საშხაპეების, პირსაბანების და სამრეცხაოების მოწყობასა და სრულად აღჭურვას, ასევე კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობას, ოთახებში იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, განათებისა და კავშირგაბმულობის სისტემების, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას და ფასადების რემონტს. ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრიგადის შტაბის შენობის სარემონტო სამუშაოები და 2 სტადიონის მოწყობა.

მინისტრის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედროები სამსახურს ნატოს სტანდარტების თანამედროვე გარემოში განაგრძობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა