სერგი კაპანაძე - 31 ოქტომბერს, ეს რეჟიმი დაამთავრებს თავის 8 - წლიან არსებობას და ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები

31 ოქტომბერს, ეს რეჟიმი დაამთავრებს თავის 8 - წლიან არსებობას და ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ თბილისში, პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს გაივლება ხაზი განვითარებასა და ჭაობში დარჩენას შორის, ერთპიროვნულობასა და მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას შორის და ამ ყველაფერს გადაწყიტავს ქართველი ამომრჩეველი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი დაანახებს ყველას, რომ ივანიშვილის რეჟიმის დრო ამოიწურა.

„ასე ხდება, როდესაც ხელისუფლება არ უსმენს ხალხს და მარტო თავის თავს უსმენს, როდესაც ხელისუფლება უსმენს მარტო ერთ ადამიანს, როცა ფიქრობს მარტო თავის თავზე, როცა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, ასე ხდება და ასე იკრიბება ბევრი ადამიანი ბევრ ადგილზე და გამოხატავს თავის ბრაზს და იმედს, რომ ეს ხელისუფლება დამარცხდება და ეს ხდება ახლა აქ, რესპუბლიკის მოედანზე.

მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა მანამ, სანამ ჩვენ ყველა დავიწყებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის და ქვეყანას წავიყვანთ წინ. რამდენიმე დღეში, ჩვენ, "ევროპული საქართველო" აუცილებლად დავიწყებთ ეფექტიან ბრძოლას პანდემიის წინააღმდეგ ამ ხელისუფლებისაგან განსხვავებით.

სულ რამდენიმე დღეში, 31 ოქტომბერს, ეს რეჟიმი დაამთავრებს თავის 8-წლიან არსებობას და ჩვენ აუცილებლად წავალთ წინ.

ჩვენი ამოცანა იქნება სიღარიბესთან, უმუშევრობასთან და კრიმინალთან ბროლა. ჩვენი ამოცანაა, რომ ავაშენოთ ინსტიტუტები და ეს ბოღმა, ღვარძლი, დაყოფა, გათითოკაცება, რომელიც ივანიშვილმა მოიტანა, დავასრულოთ.

ამ ყველაფერს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რათა გაივლოს ხაზი განვითარებასა და ამ ჭაობს შორის, ერთპიროვნულობასა და მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას შორის, გაივლოს ხაზი იმ უსამართლობას შორის, რომლის განსახიერებაცაა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებიც ციხეში სხედან სულ ტყუილუბრალოდ.

ივანიშვილის დრო ამოიწურა და ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ამას დაანახებს ყველას“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა