ხათუნა გოგორიშვილი - „ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები წუხელ ტომრებით გაივსო, იმისათვის, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა დაიწყოს

„ქართული ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამით ტომრებით გაივსო იმისათვის, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა დაიწყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ,,ვერანაირი მაკარონით, ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვაწლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას“, რომელიც მათ ჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში.

,,გუშინ ღამით ოზურგეთის სარიტუალო შენობაში შეიტანეს სურსათ-სანოვაგე და ეს არ არის გამონაკლისი. „ქართული ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამით გაივსო მსგავსი ტომრებით იმისათვის, რომ დაიწყოს დარიგება და ამომრჩევლის მოსყიდვა. აღნიშნული სარიტუალო სახლის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს პროდუქტი არის განსაზღვრული საბავშვო ბაღებისთვის. მას შემდეგ, რაც დავუკავშირდით ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ოზურგეთში მან განაცხადა, რომ არანაირი კავშირი ბაღების სააგენტოს აღნიშნულ პროდუქტებთან არ აქვს და არ იცის რა პროდუქტებზეა საუბარი. როგორც ყველგან და ყველაფერში, ამაშიც უნიათოები არიან და ერთმანეთთან მესიჯების შეთანხმებასაც ვერ ახერხებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ასეთი მაგალითი არის ასეულობით მთელი საქართველოს მასშტაბით გუშინდელი და დღევანდელი ღამე „ქართულ ოცნებას“ აქვს განსაზღვრული პროდუქტების მობილიზაციისთვის და შემდეგ მის დასარიგებლად. მინდა დავარწმუნო, რომ ვერანაირი მაკარონით, ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვაწლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც მათ ჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში. ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა იმ ადამიანს რომელიც ასეთი უკანონო ქმედებებით აპირებს ამომრჩეველზე ზეწოლას კანონის შესაბამისად მოეთხოვებათ პასუხი“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა