გია ბარამიძე - ვანო მერაბიშვილი პოლიტიკიდან გაიწია, არც ჩვენს სიაშია, არც მთავრობა უნდა, არც პარლამენტი, მაგრამ ისიც არ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ პუტინის „ნამესტნიკი“ მშვიდობიანად გავისტუმროთ?

დადგა მომენტი, როცა შანსი გვაქვს, რომ მშვიდობიანად გავისტუმროთ და არ მივიდეს ხალხი იმ ზომამდე, რომ ფიწლები აიღოს და მივარდეს ამ ხელისუფლებას და ივანიშვილს, რომელიც ბაყბაყ დევივით მომჯდარია ჩვენს ქვეყანაზე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „პუტინის მარიონეტი რეჟიმი“ ქვეყნის მმართველობას მშვიდობიანად ჩამოსცილდეს.

„ყველა ნორმალური ადამიანი, თავის ქალაქში, სოფელში თუ უბანში, როგორც შეუძლია ისე მუშაობს, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად წავიდეს. დადგა მომენტი, როცა შანსი გვაქვს, რომ მშვიდობიანად გავისტუმროთ ხელისუფლება, ხალხი არ მივიდეს იმ ზომამდე, რომ ფიწლები აიღოს, ხელისუფლებას და ივანიშვილს მივარდეს, რომელიც ბაყბაყ- დევივით მომჯდარია ჩვენს ქვეყანაზე და სისხლს წოვს, რომელმაც საყდრისი ააფეთქა, 7 წელი გელათი ვერ გაარემონტა, თავისთვის იაფი დენი გამოიწერა, ერთ ლარად მიითვისა თბილისის ცენტრში მიწა, მთელი ბიზნესები, თუკი რამე არსებობს სახელმწიფოს ხელში, ჩაიჯიბა და მთელ ქვეყანას, მაპატიეთ ამ სიტყვაზე - დედა უტირა“, - განაცხადა ბარამიძემ.

მან „დღის ნიუსრუმში“ ვანო მერაბიშვილის როლზეც ისაუბრა და ხელისუფლებას ურჩია, დაუკვირდეს, ვიდრე ვინმეს კრიმინალს უწოდებს.

ვანო მერაბიშვილს და ნებისმიერ ქართველ პატრიოტს, რომელსაც კარგად ესმის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი სამამულო ომი პუტინის „ნამესტნიკის“ წინააღმდეგ, რომელმაც ჩაიგდო 8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება და პრაქტიკულად უზურპირებული აქვს ყველა სახელისუფლებო შტო. ყველას როგორც შეუძლია, ვის როგორი გავლენა და შესაძლებლობები აქვს, მშვიდობიანი მეთოდებით შეებრძოლება ამ რეჟიმს. ვანო მერაბიშვილი, რომელიც თანამედროვე პოლიციის შემქმნელია, რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოუვიდა, შეუმცდარი არავინ ვართ, მაგრამ გაიწია პოლიტიკიდან, არც ჩვენს სიაშია, არც მთავრობა უნდა, არც პარლამენტი, მაგრამ ისიც არ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ეს პუტინის „ნამესტნიკი“ მშვიდობიანად გავისტუმროთ? ჯერ ერთი კრიმინალს რომ ეძახიან ადამიანს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს არის უკვე ადამიანის უფლებების დარღვევა, ვერ აცნობიერებენ, რას როშავენ და ბოდავენ, ისინი ხელისუფლებაში არიან, ჩვენ რომ შეგვიძლია მკვახე სიტყვა ვთქვათ, ოპოზიციის პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ რიგით მოქალაქეებთან შედარებით, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ათასჯერ მეტია და უნდა დაუკვირდნენ სიტყვებს, რას ლაპარაკობენ“, -განაცხადა ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა