მამუკა კაციტაძე - 2012 წლის შემდეგ, “ქართულ ოცნებას“ არცერთ არჩევნებზე 60%-იანი მხარდაჭერა არ დაფიქსირებია - 60%-იან მხარდაჭერაზე საუბარი ძალიან მარტივი და პრიმიტიული წინასაარჩევნო ფანდია

2012 წლის შემდეგ, “ქართულ ოცნებას“ არცერთ არჩევნებზე 60%-იანი მხარდაჭერა არ დაფიქსირებია - 60%-იანი მხარდაჭერაზე საუბარი ძალიან მარტივი და პრიმიტიული წინასაარჩევნო ფანდია, ასეთივე დამაჯერებლობა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს 2018 წელს, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ გააკეთა.

მისივე თქმით, როცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ამომრჩეველთა 30% ამბობს, რომ ჩამოუყალიბებელია, იმას ნიშნავს, რომ ის ეძებს ახალს და “ფილმი, რაც უკვე ნანახი აქვს, აღარ უნდა რომ ნახოს“.

კაციტაძის შეფასებით, “ქართული ოცნება“ რეალობას ადეკვატურად არ აფასებს, რაც ყველაზე უკეთ 2018 წლის არჩევნებისას გამოჩნდა.

“მაშინ იგივე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და 58%-ის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილისგან პასუხად მიიღო: 12%-იანი ცდომილება რაღა კვლევააო. რეალობას სად გაექცევი?! შეიძლება აზრად მოგივიდეს და ლარის კურსის პირობებში, არსებული კრიმინალის პირობებში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით 60%-იან მხარდაჭერაზე განაცხადო?! შეიძლება ის რიცხვი დაასახელო, რაც 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებას არცერთ არჩევნებზე არასდროს არ დაფიქსირებია?! და რვა წლის თავზე ოცნებამ რეკორდი უნდა მოხსნას?! ეს არის ძალიან მარტივი, პრიმიტიული წინასაარჩევნო ფანდი, რომ როგორმე ამომრჩეველი გადმოიბირონ - ასეთივე დამაჯერებლობა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს 2018 წელს“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს