ანონსი 29 ოქტომბერი

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედია ცენტრში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნების“, „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებენ.

მის.: სასტუმრო „რუმსი“, (დარბაზი Garden Hall)

საკონტაქტო : თამარ ჩიქოვანი - 599 57 08 77

29 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ე.წ. კარტოგრაფების საქმისთვის დაკავებული ივერი მელაშვილის ოჯახი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა- 599 72 65 65

28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას პრესკლუბში პარტია „ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პატრიარქის გადაყენების მცდელობა- სპეცსამსახურების შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ. რომელი საეკლესიო იერარქები გამოვიდნენ პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით.

მის.: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, 2020 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშის წარდგენა გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება Zoom ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. ღონისძიებაზე უშუალო დასწრებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შემდეგ ბმულზე: https://theuniversalconsulting-ge.zoom.us/webinar/register/WN_5dk85S11RrCPRk98287pdQ

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფეისბუკ გვერდზე, ხოლო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება მისი დასრულების შემდეგაც: https://www.facebook.com/UNDPGeorgia .

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ვოლსკის წარადგენს.

წარდგენას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

მის.: მუშთაიდის ბაღი

საკონტაქტო: ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41; გრეტა წიწავა 599 19 26 28

29 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საერთაშორისო შემფასებელი მისიის წევრები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თამარ ჟვანიასა და მის მოადგილეს გიორგი შარაბიძეს შეხვდებიან.

მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი, N138 (ცესკოს შენობა)

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე - 555101040

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ვაკის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ბიძინა გეგიძე, ​ სამაჟორიტარო ბიუროში ბრიფინგს გამართავს.

თემა: გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები

მის.: თბილისი, ირაკლი აბაშიძის №17, ბ.6

საკონტაქტო: 595 22 62 26

29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებელი" წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გიორგი ვაშაძე მიმართავს.

მის.: სამგორი - "სამგორის პარკი" (შსს-ს გვერდით)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ისნის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები მიიღებენ.

მის.: ისნის რაიონი, ვაზისუბნის დასახლება, აშოტ კურაპალატის ქუჩა (ასახვევი ჯუმბერ ლეჟავას ქუჩიდან)

საკონტაქტო: ნინო გულბათაშვილი - 595 16 91 63

29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარტია ,,მომავალი საქართველო"-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: საარჩევნო კამპანიის შეჯამება და მიმართვა მოსახლეობას.

მის.: თბილისი კოსტავას 21

საკონტაქტო: 593 11 11 98

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო გამართავს საქართველოს პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, შემაჯამებელ ბრიფინგს.

მის: სასტუმრო „მუზეუმი“ , ვახტანგ ორბელიანის 8/10

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "ქართული ოცნება" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სერგეენკოს წარადგენს.

მის.: ყოფილი იპოდრომის ტერიტორია

საკონტაქტო: ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41; გრეტა წიწავა 599 19 26 28

29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სოფელ ნამოხვანში, „ნამოხვანის დიდი ჰესების კასკადის" უკანონო (უნებართვო) მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივი აღკვეთის მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაგეგმილ აქციას, ეკოლოგი და „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად შეურთდება.

საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი - 558296980

29 ოქტომბერს, 14.00 საათზე, გორში, ’’ევროპული საქართველოს’’ გორისა და კასპის მაჟორიტარი კანდიდატის ლევან თარხნიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - მუქარა და ზეწოლა ამომრჩეველზე.

მის: გორი. ქუთაისის 41

საკონტაქტო: ლევან თარხნიშვილი - 57740 64 42

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ამომრჩეველთან შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავენ.

მის: ყაზბეგის გამზ 25, 52-ე საჯარო სკოლის გვერდით, წითელი ბაღის მოპირდაპირე მხარეს.

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გორში შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

მის. ღვთისშობლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები, ხმების დაცვის შტაბის ფარგლებში ახალი საიტის პრეზენტაციას გამართავენ, სადაც არჩევნების დღეს ყველა დარღვევა და შედეგი აისახება.

მის: აღმაშენებლის 10 კილომეტრი (მაზერატის ცენტრი)

29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ გიწვევთ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად თემაზე: “გამარჯობა, რობოტო!”. ონლაინ დისკუსიის მიზანია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მათ შორის დისკუსია ეხება ინტელექტუალური რობოტების გამოყენებას სხვადასხვა დარგში. „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე ონლაინ განხილვას მოდერატორობას გაუწევს. ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია „ჯეოქეისის“ „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით.

საკონტაქტო: ქეთევან ფაჩულია - 599 212123

29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გამართავს ბრიფინგს.

თემა: არჩევნების გაყალბება

მის: სობჩაკის N3

საკონტაქტო: ანი კიკნაძე 598 450 480

29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბექა ოდიშარიას წარადგენს.

მის.: ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო: ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41; გრეტა წიწავა 599 19 26 28

29 ოქტომბერს, 20:00 საათზე „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ.

მის.: მე-6 მიკრორაიონის სკვერში.

საკონტაქტო: ალექსანდრა ნაკაიძე - 599 10 15 20

29 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მმართველი პარტია ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს წარადგენს.

მის.: ვაკის პარკი.

საკონტაქტო: ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41; გრეტა წიწავა 599 19 26 28

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს