ირაკლი კობახიძე - კახა ოქრიაშვილი „ნაცმოძრაობაში“ რომ შევიდა, მინი ბანდა შექმნა - მანამდე არ ჰყავდა

კახა ოქრიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ შევიდა, მინი ბანდა შექმნა - მანამდე მას მინი ბანდა არ ჰყავდა, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

კობახიძის ინფორმაციით, “ოქრიაშვილის მინი ბანდა “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივით არის დაკომპლექტებული“.

“ახლა მის გარშემო არის “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ არა ერთი პროვოკაცია ბოლნისსა და დმანისში, რასაც საბოლოო ჯამში, საკადრისი პასუხი აუცილებლად გაეცემა. აქ არის ხელისუფლება და აქ არის სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა