გიორგი გახარია - 2 დღეში ჩვენ მთელს მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, როგორია პანდემიის პირობებში დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება

2 დღეში ჩვენ მთელს მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, როგორია პანდემიის პირობებში დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უახლოესი 4 წლის განმავლობაში რეგიონში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება და ინფრასტრუქტურულ პროექტებში 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.

„არჩევნების ჩატარება საკმაოდ უჩვეულო გარემოში გვიწევს, საარჩევნო კამპანიაც უჩვეულო გარემოში - პირბადეებით ჩავატარეთ, მაგრამ ერთმანეთზე ზრუნვით და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით, ზოგიერთებისგან განსხვავებით... 2 დღეში ჩვენ მთელს მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, როგორია პანდემიის პირობებში დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება. ასეთი მაგალითი ყველას უნდა მიცეთ და ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეორე დღეს, პირველი ნოემბრიდან, ჩვენ ყველამ ის პროექტი უნდა გავაგრძელოთ, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა - სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკაა. ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ გეგმით, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ პროგრამით, რომელიც დამუშავებულია - უახლოესი 4 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში საქართველო ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს 20 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა, თბილისშიც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სხვადასხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მოქალაქეებს თანაბარი პირობები შევუქმნათ. ასევე, ოკუპაცია არც ერთი წამით არ უნდა დავივიწყოთ. საქართველოს სრული განვითარება შესაძლებელია, მხოლოდ ტერიტორიული სრულად აღდგენის პირობებში“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა