ანსამბლი „რუსთავი“ „არტოს ბაღში" კონცერტს გამართავს

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" 30 ოქტომბერს, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე "არტოს ბაღში" კონცერტს გამართავს, სადაც ტრადიციულ პროგრამას-სიმღერებსა და ცეკვებს წარმოადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანსამბლ "რუსთავის" პრესსამსახურიდან აცნობეს.

ანსამბლის დირექტორის, ამირან თოიძის განცხადებით, "რუსთავს" დიდი ხანია დაგეგმილი აქვს "არტოს ბაღში" სოლო კონცერტის გამართვა, თუმცა აქამდე ხელის შემშლელი პირობები ბაღისა და შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოების გარდა, covid-19-ის პანდემიამ განაპირობა.

„მოგეხსენებათ „არტოს ბაღში“, სადაც ჩვენი ანსამბლი მოღვაწეობს არაჩვეულებრივი სივრცეა კონცერტებისა და კულტურული ღონისძიებების გასამართად. ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ბატონი ფრიდონ სულაბერიძე დიდი ხანია ამზადებდნენ მომღერალ-მოცეკვავეებს ამ კონცერტისთვის, თუმცა შექმნილმა რეალობამ აქამდე ამის საშუალება არ მოგვცა. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ კონცერტით თბილისს შემოდგომის ერთ ლამაზ შემოქმედებით საღამოს ვაჩუქებთ. კონცერტზე დასწრება უფასო იქნება და ჩვენი ანსამბლის რეპერტუარის მოყვარულებს სასიამოვნო საღამო ელით“,-განაცხადა ამირან თოიძემ.

ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი 30 ოქტომბერს, 19.00 საათზე დაიწყება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს