სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ID ბარათები მზადდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ინიციატივის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული ID ბარათებით ისარგებლონ.

„ამერიკულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბარათების დამზადება უკვე დაწყებულია. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიახლე და ახალი ბარათის უპირატესობები საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ყოლბაიამ გააცნო. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული, ახალი დიზაინის ID ბარათი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და წინა ბარათთან შედარებით უფრო დაცულია. ახალი ID ბარათები ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სექტორსა და დაწესებულებაში, შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო განათლების, საბანკო, გამომცემლობის, სავაჭრო, სპორტის და სხვა სფეროებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

პროექტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და კერძო სექტორთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პირობების შეთავაზებას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ