„საქნახშირი“ - მეშახტეების ანაზღაურება გაიზარდა

„საქნახშირში“ შრომის პირობების გასაუმჯობესებლად ძირეული ცვლილებები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქნახშირიდან“ აცნობეს, შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში მეშახტეებთან არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი უშუალო ჩართულობით მოხდა პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობა და საწარმოს გამართული მუშაობისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება.

„ერთ-ერთ ასეთ საკითხს ახალი საშტატო განაკვეთის დამტკიცება და მეშახტების ანაზღაურების გაზრდა წარმოადგენდა. ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, 2020 წლის სექტემბრიდან ახალი საშტატო განაკვეთი დამტკიცდა და „საქნახშირი“ ანაზღაურების ახალი სისტემაზე გადავიდა. წარმოების ოპტიმიზაციის გათვალისწინებით განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია.

2020 წლის 1 სექტემბრიდან ხელფასები 20%-ით გაიზარდა, ცალკეულ ქვედანაყოფებზე კი ანაზღაურებამ 40%-მდე მოიმატა. მომპოვებელ, მზადებით და სარემონტო უბნებზე ანაზღაურება გამომუშავებით ხდება და ამ მიმართულებით დასაქმებულების ყოველღიური ანაზღაურება საშუალოდ 90-100 ლარი გახდა. საერთო ჯამში, საწარმოს ერთი თვის სახელფასო ფონდი 250 000 - 300 000 ლარით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილებები დადებითად იმოქმედებს როგორც დასაქმებულების მოტივაციაზე და მათ მატერიალურ მდგომარეობაზე, ისე ქვა-ნახშირის მოპოვებაზე. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით ნახშირის წარმოება 1707 ტონას შეადგენდა, 2020 წლის 9 თვის მონაცემებით კი წარმოება 115875 ტონამდეა გაზრდილი.

შახტების ერთწლიანი მოკლევადიანი განვითარების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 13 მილიონი ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა