გიორგი მიქაუტაძე - მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეიძლება გამოიყოს თავად რეფორმაშიც და საბჭოს მუშაობაშიც, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაა

ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო ბოლო მოწვევის საბჭოს საქმიანობის პერიოდი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მისი საქმიანობის პერიოდის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო მოწვევის საბჭოს ყველაზე დიდი მიღწევა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება იყო.

“ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო ბოლო მოწვევის საბჭოს საქმიანობის პერიოდი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავიარეთ ერთად და ამ რეფორმების იმპლემენტაცია სრულად იყო დამოკიდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტიურობაზე და მის საქმიანობაზე. მნიშვნელოვანი საკითხები რაც შეიძლება გამოიყოს თავად რეფორმაშიც და საბჭოს მუშაობაშიც იყო პირველ რიგში იყო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება და ჩვენი მოწვევის საბჭომ დაახლოებით 80%-მდე მოსამართლეების უვადოდ განწესება შეძლო, რაც ვფიქრობ, რომ არის მთავარი მიღწევა ამ მოწვევის საბჭოში და სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით ასეთი დიდი ნაბიჯები გადადგმული, ვფიქრობ, რომ არ ყოფილა”,- განაცხადა მიქაუტაძემ.

ამასთან, მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოზე რაიმე ტიპის გავლენაზე საუბარი არის გამორიცხული, ვინაიდან აბსოლუტურად ღიად ხდება და ხდებოდა მოსამართლეების არჩევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა