ზაზა ვაშაყმაძე ბელგიის ქალაქ ლიუვენის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ბელგიის ქალაქ ლიუვენის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი იულე ქრემერსი და ლიუვენის ევანგელურ-თეოლოგიური სასწავლებლის მკვლევარი, ტატიანა კოპალეიშვილი შეხვდებიან საქართველოში რელიგიის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მკვლევრებს.

მათივე ცნობით, სტუმრები დაინტერესდნენ სააგენტოს საქმიანობით და სახელმწიფოს პოლიტიკით რელიგიური უმცირესობების მიმართ. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის - რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით და წარუდგინა რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები.

„რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები იმდენად ბევრი, მრავალმხრივი და საინტერესოა, რომ ბელგიამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს საქართველოსგან ამ კუთხით,“ - განაცხადა პროფესორმა ქრემერსმა.

შეხვედრის მონაწილეებმა უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი საქმიანობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის სპეციალისტი სერგო ფარულავა და ქ.ლიუვენის ევანგელურ თეოლოგიური სასწავლებლის რელიგიათმცოდნეობის და მისიოლოგიის დეპარტამენტის მკლევარი ტატიანა კოპალეიშვილი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს