სალომე სამადაშვილი - ქვეყანაში არსებობს კორუფციული სქემები, რომელიც ბიზნესისა და “ქართული ოცნების” ურთიერთობებს შეეხება

“ქვეყანაში, ფაქტობრივად, არსებობს კორუფციული სქემები, რომელიც ბიზნესისა და “ქართული ოცნების” ურთიერთობებს შეეხება”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშს. სამადაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ მსგავსი კორუფციული კავშირი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის აღარ უნდა არსებობდეს.

“ის კომპანიები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” ძალიან ხელგაშლილად აფინანსებენ, არიან იგივე კომპანიები, რომლებიც მუდმივად იმარჯვებენ სახელმწიფო ტენდერებში და ფაქტობრივად, არიან პრივილეგირებული ბიზნეს პარტნიორები ხელისუფლებისთვის. ამ ყველაფერს სჭირდება შეცვლა, ჩვენ არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, არის სწორედ ის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომავალში, მსგავსი კორუფციული კავშირი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის აღარ არსებობდეს და იყოს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი, მათ შორის, პოლიტიკური ძალების დაფინანსებაში”,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაახლოებით 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა