ზურა ჯაფარიძის განცხადებით, „გირჩი" კოალიციურ მთავრობას მხოლოდ იმ პარტიებთან განიხილავს, ვისთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სისტემის რეფორმის თაობაზე

პარტია „გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ისინი „ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას არ განიხილავენ. როგორც მან „ლეობორისტული პარტიის" ოფისში შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერისას აღნიშნა, „გირჩი" კოალიციურ მთავრობას მხოლოდ იმ პარტიებთან განიხილავს, ვისთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სისტემის რეფორმის თაობაზე.

„გირჩი" კოალიციას განიხილავს იმ პარტიებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გაფორმებული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ მართლმსაჯულების სისტემის, ეკონომიკისა და განათლების სისტემის რეფორმირებას. კოალიციასაც იმ პარტიებთან განვიხილავთ, ვინც ამ დოკუმენტის ხელმომწერია და არავისთან სხვასთან. შესაბამისად, არც „ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა