პრემიერი - ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად დაისჯება

წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, აბსოლუტურად ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

"ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, აბსოლუტურად ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ასევე, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზგადოების, რომ ხვალიდნელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ტრანსფარენტული, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.

ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისისი სამართალდამცავი სისტემის მიერ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო დღეს და არჩევნების შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის შედგომი გაძლიერების თვალსაზრისით.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შტაბი, შსს, 24 -საათიან კავშირზე არიან საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა მათ მუშაობაში არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა