არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს არჩევნების დისკრედიტაცია აქვს განზრახული და არა მასში კეთილსინდისიერად მონაწილეობის მიღება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს არა არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობის მიღება, არამედ მისი დისკრედიტაცია აქვს განზრახული. ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ოპოზიციური განზრახვისა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, ხვალინდელი დღეა როგორც პირდაპირი, ასევე სიმბოლური გაგებით.

„საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, თუ ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი რას აპირებს, რომელსაც რეალურად არჩევნების დისკრედიტაცია აქვს განზრახული და არა არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობის მიღება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი დღეა როგორც პირდაპირი, ასევე სიმბოლური გაგებით. ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ იმისთვის, რომ ქვეყანას თავისუფალი არჩევნები ჰქონოდა, რომელიც პროპორციული წესით ტარდება. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო, რომ ქვეყანას ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს, ქვეყანას ასევე ახალი საარჩევნო სისტემა აქვს, რომელიც 2018 წელს მივიღეთ და "ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო, რომ არჩევნები პოლიტიკურ კონსესუსზე დაყრდნობით ტარდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს