საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „ათინათს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ააიპ ფონდ „ათინათს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ხოლო ფონდის მხრიდან, მისმა დირექტორმა, ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ურთიერთქმედების საფუძველზე ითვალისწინებს სამინისტროსა და ფონდს შორის თანამშრომლობას, საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში დიასპორის და უცხოეთში მცხოვრები ქართველების აქტიურ მონაწილეობას და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას.

ფონდის მიერ შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო ინტერნეტპლატფორმა ქართული კულტურის და ენის ანიმაციური სასწავლო-შემეცნებითი კურსით, განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. აქამდე სამინისტროში არსებული „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის" პროგრამა მოიცავდა შედარებით უფროსი - სკოლის ასაკის ბავშვებს.

ფონდ „ათინათთან" თანამშრომლობით, საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ ქართული ენის სწავლების მიზნით შექმნილი ანიმაციური პროგრამით.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა