დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.

„ჩვენი ფიქრებით თურქი ხალხის გვერდით ვართ და ვლოცულობთ დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებს კი სრულყოფილ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს ზალკალიანი.

ცნობისთვის, დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცმებით დაშავებულთა რაოდენობა 419-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა