ირაკლი კობახიძე - კრიმინალური ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების ჯგუფები - ვაქვეყნებ ფოტოსურათებს, სადაც ჯგუფების კონკრეტული წევრებია მითითებული

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებიც, მისი ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ პროვოკაციების და დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებიან.

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონში ჩამოყალიბებულია ყოფილი ძალოვნების ჯგუფები.

„დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. "სარდლები".

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.

ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე.

ასევე ვაქვეყნებ მოპოვებულ ფოტოსურათებს, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები. ამ სიის მსგავსად, დაჯგუფებაში ირიცხება სამასზე მეტი წევრი”,-წერს ირაკლი კობახიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა