ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას

ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო მშვიდად წარიმართა ოპოზიციის მხრიდან გარემოს გაუარესების მცდელობების მიუხედავად.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება მომდევნო 4 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და შვილებისთვის. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვიცით რა ომების მძიმე ფასი, გვესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენი ქვეყანა სულ სხვა ეტაპზეა გადასული, იმაზე ძლიერია ვიდრე 4 ან 8 წლის წინ. მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი კამპანია იყო ზოგადად ქვეყანაში წარმართული ჩვენი ოპონენტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ საარჩევნო ფონი გაუარესებულიყო, დამკვიდრებულიყო არასწორი განცდები. მათი ეს მცდელობა მიღწეული ვერ იქნა და ვერ იქნება მიღწეული ის პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც მათი მხრიდან ეს პერიოდი გვესმოდა. სახელმწიფო დღეს ძლიერია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მომავალი კიდევ უფრო ძლიერი იყოს“,- განაცხადა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა