მარნეულის პოლიციის უფროსის  განცხადებით, მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება

მარნეულის პოლიციის უფროსის, რუსლან იოსელიანის განცხადებით, მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.

როგორც იოსელიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიება მუქარის ფაქტზეა დაწყებული.

"ერთ-ერთმა დამკვირვებელმა განგვიცხადა მუქარის ფაქტის შესახებ, შესაბამისად, მუქარის ფაქტზე დავიწყებთ გამოძიებას. დეტალურ კომენტარს მოგვიანებით მოგახსენებთ. ვისი მხრიდან არის დამკვირვებელი, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, ვისი მხრიდან იყო მუქარა, ესეც არ ვიცი, მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გვაქვს. ვინაიდან დანაშაულის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, გამოძიებას დავიწყებთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო პლატფორმა "2020"-ის წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მას დამკვირვებელი, საკრებულოს წევრი ზურა ჭონიაშვილი დაემუქრა, როცა ადგილიდან ჟურნალისტების გაყვანას თხოვდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა