კახა კალაძე - მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებსა და მხარდამჭერებს - გააგრძელეთ ასე მუშაობა!

მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებსა და მხარდამჭერებს - გააგრძელეთ ასე მუშაობა! - ეს განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტატორების მუშაობა კანონდარღვევა არ არის.

“ეს კანონდარღვევა არ არის და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით. ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის სამუშაოებს.

ასევე, სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღება - აქაც იყო გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქო ეს კანონდარღვევა იყო. ეს არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ საჭიროა კომისიისადმი წინასწარ მიმართვა. ეს ყველა პარტიას შეეძლო გაეკეთებინა - მიემართა კომისიისთვის და ისინი თანხმობას მიიღებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა