კახა კუჭავა - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახაბერ კუჭავამ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კუჭავას თმით, ნებისმიერი სახის ძალადობა გამოძიებული იქნება, ნებისმიერი მოძალადე კი პასუხისგებაში იქნება მიცემული.

„არჩევნების დღის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი დარჩა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. ჩვენი შტაბებიდან მიღებული ინფორმაციით, დაახლოებით ცხრაასი ათას ხმაზე მეტია უკვე დაფიქსირებული ჩვენს სასარგებლოდ, რაც პირველ რიგში, ხაზს უსვამს თუ რამდენად დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე უკვე 2 საათში გავაფორმებთ. დილიდან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებელთან, ევროპიდან ჩამოსულ პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს. ჩვენ ვისმენთ მათ განცხადებებს და ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ერთხმად აღიარებულია თუ რამდენად კონსტრუქციულ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს მთლიანად საარჩევნო პროცესი.

დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო ძალადობის ისეთი აქტიური გამოვლინება და პროვოკაციები, რომელსაც მოჰყვა დაზიანებებიც. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი და ვიმეორებ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა აუცილებლად იქნება გამოძიებული, ყველგან არის კამერები და შესაბამისად ფიქსირდება ესა თუ ის დარღვევა. ნებისმიერი მოძალადე პასუხისგებაში იქნება მიცემული“,-განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, ეს ორი საათი მშვიდობიანად, ყოველგვარი პროვოკაციებისა და ძალადობის გარეშე დასრულდეს.

„მთავარია ეს ორი საათი ახლა მშვიდობიანად, ყოველგვარი პროვოკაციების და ძალადობის გარეშე დასრულდეს. ამის შემდეგ უკვე მოხდეს შესაბამისი შეფასებები და „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეიმი იმ გამარჯვების, რომელსაც ჩვენ წინასწარ ვაანონსებდით, რადგან დარწმუნებული ვარ საქართველოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერაში ჩვენი გუნდის მიმართ“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა