გონიოს 91-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო - ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენას მოჰყვა

გონიოს 91-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენას მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების განცხადებით, საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებიც კრიმინალურ წარსულთან არიან კავშირში.

თავის მხრივ, ეს მოქალაქეები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბანთან ლევან ვარშალომიძესა და მურმან დუმბაძეს არ აქვთ მისვლის უფლება, რადგან მათ მმართველობის სისხლიანი წარსული აქვთ.

91-ე საარჩევნო უბანთან იმყოფებიან სამართალდამცველებიც. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი აცხადებს, ინციდენტი განმუხტულია და მომხდარის გამო არავინ არ არის დაკავებული.

91-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ჩვეულებრივ მიმდინარეობს. თუმცა ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე საარჩევნო უბანზე აღარ იმყოფებიან.

ოპოზიციის წევრები პროვოკაციის მოწყობაში „ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, „ქართული ოცნება” საარჩევნო უბნებზე კრიმინალური წარსულის მქონე პირების და სპორტსმენების მობილიზებას ახდენენ.

ამ დროისთვის უბანზე სიმშვიდეა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა