კახა კალაძე - ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას ვაგრძელებთ - არცერთ კრიმინალურ პარტიას არ მიეცემა იმ ბოროტების გაგრძელების საშუალება, რაც 2012 წელს დავამთავრეთ

ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას ვაგრძელებთ - არცერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა და იმ ბოროტების გაგრძელების საშუალება, რაც 2012 წელს დავამთავრეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„გილოცავთ მეგობრებო, მეც რა თქმა უნდა, ვუერთდები ამ მილოცვებს და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, თანამებრძოლს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. ხვალიდან რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას.

არცერთ კრიმინალს, არცერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა, არ მიეცემა ის ბოროტება, რაც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს დავამთავრეთ. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ!“ - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: თქვენ აირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი, თქვენი და თქვენი შვილების ნათელი მომავალი, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს