ნიკა მელია - გლდანი უპირობოდ გამარჯვებულია პირველ ტურში

გვქონდა ეს მოლოდინი. ვიხილეთ, თუ რა პირობებში მოგვიწია ამ გამარჯვების მოპოვება, გლდანის რაიონი არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ეგზიტპოლების შედეგზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, გლდანში უპირობოდ არის გამარჯვებული პირველ ტურში.

,,მინდა მივულოცო ყველა გმირ საქართველოს მოქალაქე ამომრჩეველს, რომელთა თავგანწირვით და გმირობით მოხერხდა ოლიგარქის დამარცხება, გვქონდა ეს მოლოდინი და ვიხილეთ თუ რა პირობებში მოგვიწია ამ გამარჯვების მოპოვება, გლდანის რაიონში არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, დაახლოებით 10% ვართ შტაბში, დანარჩენი ადამიანები არიან უბნებზე, და ითვლიან ხმებს. წინასწარი მონაცემებით, გლდანი უპირობოდ არის გამარჯვებული პირველ ტურში. ,,ქართულმა ოცნებამ" თვალი გაუსწორა რეალობას, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიარაღებული დარბოდნენ გლდანის რაიონში, კალაძის ძმაკაცებს, არ უნდა ასცდეთ პასუხისმგებლობა არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რევანში, არამედ იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში სხვებმა, რომ ეს არ გაბედონ. უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობა”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოატყუა ,,ქართული ოცნება”, შევიდა საარჩევნო ურნასთან და ხმა მისცა ოპოზიციას.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოატყუა ,,ქართული ოცნება”, დაპირდა შანტაჟის და შიშის პირობებში, შევიდა საარჩევნო ურნასთან და ხმა მისცეს ოპოზიციას. ეს არ იყო ადვილი და მადლობა მათ იმისთვის, რომ არსებობთ და ვიცავთ ხმებს ბოლომდე. ,,ქართული ოცნება” სასტიკად დამარცხდა თბილისში და როდესაც მილიონიან ქალაქში აგებ არჩევნებს, აგებ მთლიანად ქვეყანაშიც.

მაქვს მოლოდინი, რომ პარტიული შედეგი გვექნება გაცილებით მაღალი და მე როგორც ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები უფრო წინ ვიდრე 50%, რისთვისაც მადლობა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც კანდიდატები არ დააყენეს გლდანში და გავერთიანდით. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რომელიც მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს გამარჯვება ეკუთვნით გლდანელებს, მუხიანელებს და ავჭალელებს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა