ირაკლი ღარიბაშვილი - მაზარი შარიფი - 84,7% , ბაგრამი-ქაბული - 93,3% - ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ავღანეთში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნება" ლიდერობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგები პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

მაზარი შარიფი - 84,7%

ბაგრამი-ქაბული - 93,3%

ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას. მადლობა”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნები ავღანეთში თბილისის დროით, დილით, 8:00 საათზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში და გერმანულ ბაზა „მარმალზე“გაიხსნა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს