ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, არჩევნების შედეგების გაყალბების თაობაზე, აბსურდს უწოდებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აბსურდს უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

კობახიძის თქმით, ცესკო-ს ოქმებში მანიპულირების საშუალება არავის არ აქვს.

„ყველამ იცის, როგორ ითვლება შედეგები და როგორ ხდება ოქმების შედგენა, რომელსაც ესწრება 12 კომისიის წევრი საიდანაც 3 არის ოპოზიციის მიერ დანიშნული და ამ პროცესს ესწრებიან დამკვირვებლები და წარმომადგენლები.

იქ დგება ოქმი და ეს ოქმი მოდის მერე ცესკო-ში, არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია და ყველამ კარგად იცის ეს. შესაბამისად, რაც იქნება ასახული ოქმებში, საბოლოო ჯამში ის იქნება ასახული ცესკოს ვებ- გვერდზეც. არავის არ შეუძლია იქ რამის შეცვლა და მანიპულირება, ეს ძალიან კარგად იციან მათ, თუმცა ამის მიუხედავად მოაწყეს საბოტაჟი ცესკოში და შეაწყვეტინეს ბრიფინგი თავმჯდომარეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 54,72%, „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 23,61%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,99% აქვს. ცესკოს ინფორმაციით, 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 1 085 უბნის მიხედვით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი