კახა კალაძე აქციაზე - თუკი რაიმე გადაცდომა იქნება, სახელმწიფოს მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება

ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი მოსაზრების სხვადასხვა ფორმით გამოხატვის, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

კალაძე ოპოზიციის განცხადებებს და მათი მხრიდან აქციის დაანონსებას დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებად მიიჩნევს.

„ეს არის იმ დესტრუქციული ქმედებების გაგრძელება, რაც რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ და დეტალურად მოვყევით, როგორი იყო დესტრუქციული პარტიების გეგმა. რაც შეეხება აქციას, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი მოსაზრების სხვადასხვა ფორმით გამოხატვის, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: თუკი რაიმე გადაცდომა იქნება, სახელმწიფოს მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება - კახა კალაძე აქციაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა