გიგი უგულავა - მე პირადად ამ პარლამენტში არ შევიდოდი

მე პირადად ამ პარლამენტში არ შევიდოდი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთ დღეში გახდება ცნობილი, რადგან ეს ვადა კონსულტაციებისთვის ითხოვეს.

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს არ იყო არჩევნები და არ ვცნობთ ამ არჩევნებს. მაღალი ალბათობით, იმ ადამიანებთან, ვინც სიით გავიდნენ, უნდა ვისაუბროთ, საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება დღეს, დღის განმავლობაში ან ხვალ. მე თუ მკითხავთ, მე არ ვარ იმ ხუთ თუ 6 ადამიანში, რომელიც შეიძლება შევიდეს პარლამენტში, მე მხოლოდ მაჟორიტარი ვიყავი, მე პირადად ამ პარლამენტში არ შევიდოდი. რაც შეეხება პარტიების პოზიციას, ისევე როგორც ამ პარტიებში მყოფი ცალკეული ინდივიდების, ვინც გავიდნენ, ნაწილი დღესვეა მზად და ამბობს, რომ არ მიიღებს ამ პარლამენტში მონაწილეობას და არ შევა ამ პარლამენტში. ნაწილმა პარტიებმა ამ საკითხზე მაქსიმუმ ერთი დღე აიღეს შიდა კონსულტაციებისთვის, მაგრამ ძირითადი უმრავლესობა იხრება იქითკენ, რომ არ შევიდეს პარლამენტში და დარჩეს ივანიშვილი საკუთარ თავთან მარტო“, - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა