ზაალ უდუმაშვილი - არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ოპოზიციის მხრიდან ამ არჩევნებს, მარტო დავტოვებთ ივანიშვილს და მის გუნდს

არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ოპოზიციის მხრიდან ამ არჩევნებს და დავტოვებთ მარტო ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არ იყო არჩევნები, არამედ იყო სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

„პირველ რიგში, ჩვენ „გაერთიანებული ოპოზიცია -ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციური პარტიები არ ვაღიარებთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, ვინაიდან ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ამომრჩეველმა მანდატი მოგვცა, მოვიდა არჩევნებზე, ხმა მისცა ოპოზიციურ ძალებს და ახლა უკვე ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს ხმები დავიცვათ ბოლომდე და არ მივცეთ ივანიშვილს საშუალება, რომ მიიტაცოს არჩევნები. ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულ პოზიციაზე და არ ვაპირებთ თანამშრომლობას პარლამენტში ბიძინა ივანიშვილთან და არ ვაპირებთ შევუქმნათ კომფორტი, რომ მიტაცებული პარლამენტი შეკრიბოს.

ჩვენ კარგად ვნახეთ რა ვითარებაში მიმდინარეობდა გუშინ არჩევნები. ერთ მაგალითს მოგიყვანთ მხოლოდ, ერთ-ერთ უბანზე მივიდა 62 ადამიანი და „ქართულ ოცნებას“ აქვს 374 ხმა აღებული. როგორ შეიძლება ამ არჩევნებს ვუწოდოთ ლეგიტიმური? ამიტომ არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ოპოზიციის მხრიდან ამ არჩევნებს. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე გაიზიარა ეს აზრი და ამის შესახებ განაცხადა, სხვა პარტიებთანაც მიმდინარეობს კონსულტაციები და დღეს ამ აქციაზე გამოცხადდება ყველა პარტიის პოზიცია არჩევნებთან მიმართებით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი