გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები რეალობას არ ასახავს

პარტია „სოციალ - დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები რეალობას არ ასახავს.

მისი თქმით, აშკარაა, რომ კომისიებში ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და დაირღვა ამომრჩევლების უფლებები.

,,დღეს დილიდან ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას, რომ მასიურად, უმეტესობა უბნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით პირადად მათი და მათი ოჯახის წევრების მიერ მიცემული ხმები არ აისახა გამოქვეყნებულ შედეგებში. აშკარაა, რომ კომისიებში ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და დაირღვა ჩვენი ამომრჩევლების უფლებები.

ამავე დროს, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საარჩევნო პროცესის პერიოდში ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საზოგადოება, რომ ხელისუფლებისა და მედიის მანიპულირებადი საარჩევნო კამპანია ქმნიდა რისკებს მიგვეღო დღევანდელი დღის მსგავსი ორპოლუსიანი ვითარება პოლიტიკურ სივრცეში. დღეს გამოცხადებული წინასწარი შედეგები ადასტურებს ჩვენს მოლოდინს და სერიოზულ საფრთხეს ქმნის ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შესაქნელად.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და მოვუწოდებთ, გული არ გაიტეხოთ - ჩვენ ერთად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებების დასაცავად“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა