„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში, დღეს გახდება ცნობილი

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში, დღეს გახდება ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, ლიდერები გადაწყვეტილებას 2 ნოემბერს, 15:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადებენ.

„ბრიფინგზე „ევროპული საქართველო“ გამოაცხადებს პარტიის გადაწყვეტილებასა და სამოქმედო გეგმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, „ევროპულ საქართველოს“ ხმა ამომრჩეველთა 3,78 %-მა მისცა. პარტია, დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა