მამუკა მდინარაძე - ბედის ირონიაა, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო, „ქართული ოცნება“ 98 მანდატს მიიღებდა

ბედის ირონიაა, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო ანუ, ისე როგორც 2024 წელს უნდა გაიმართოს, „ქართული ოცნება“ ამ შედეგებით 98 მანდატს მიიღებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმაც აღნიშნეს არჩევნების პროგრესი.

„ქართულ ოცნებას“ 2016 წელს 67 თუ 68 მანდატი ჰქონდა მოპოვებული პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურში, მაშინ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღეთ, თუმცა, ამის შესაძლებლობა ახლა წარმოუდგენელია, ცვლილების გამო. ასევე ერთი ბედის ირონიის შესახებ, ნახევრად ხუმრობით გეტყვით, რომ, რომ ყოფილიყო სრულად პროპორციული სისტემა, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ახლა უკვე ექნებოდა 98 მანდატი. იგივე შედეგებით, რა თქმა უნდა, 5%-იანი ბარიერით ანუ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები იმ სისტემით გაიმართებოდა, როგორც 2024 წელს უნდა გაიმართოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც აღნიშნეს პროგრესი, წინა წლებთან, წინა არჩევნებთან შედარებით და ხაზი გაუსვეს იმას, რომ საკანონმდებლო მიმართულებითაც ამ სფეროში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მიგვითითეს ამ რეფორმის გაგრძელებაზე და საარჩევნო როგორც კანონმდებლობის, ასევე მიდგომის კიდევ უფრო დახვეწაზე, ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, როგორც აქამდე ამას ვაკეთებდი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა