ლევან ბოძაშვილი - ახლა ყველაზე სწორი იქნება შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში და შექმნას თემატური კოალიცია

ახლა ყველაზე სწორი იქნება შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში და შექმნას თემატური კოალიცია, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი აცხადებს. როგორც ბოძაშვილი ამბობს, სასამართლოზე, ანაკლიაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სწორედ პარლამენტშია საბრძოლი და არა ქუჩაში, რომელიც მაინც არაფრის მომტანია საბოლოოდ და ამ ქვეყანას აღარ სჭირდება ქუჩის პოლიტიკა.

„კარგი ოპოზიცია იფიქრებდა სახელმწიფოებრივად, შევიდოდა პარლამენტში და იქ გააკეთებდა კოალიციას თემატურად, დადგებოდა ერთმანეთის გვერდზე ყველა საკითხზე, რომელიც მიუხედავად ხედვის სხვაობებისა, აუცილებლობაა სახელმწიფოს კრიზისიდან გამოსაყვანად, მოახდენდა “ქართული ოცნების” ინსტიტუციურ ბალანსს და იმუშავებდა ისეთ საკთხების მოგვარებაზე, როგორიცაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკაზე, სასამართლოზე, არჩევნებზე და უამრავ საკითხზე, რომელსაც „ოცნება“ 8 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად არ წყვეტდა, ან წყვეტდა არასათანადოდ. პარლამენტში ადგილს რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი დაიკავებს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა იქნება თუ სწორედ ასე თემატური კოალიციის სახით მოხდება თანამშრომლობა და უმრავლესობაზე ზეწოლა.

თუ ოპოზიციას სურს პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს და მომავალშიც „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილში არ დარჩეს, ასე უნდა მოიქცეს. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ჯერ ერთი, ინდივიდუალურად ვერაფერს მიაღწევენ და მეორეც, სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება მათ სწორედ რომ მეტ წონას შესძენს. ამიტომ, სასამართლოზე, ანაკლიაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სწორედ პარლამენტშია საბრძოლი და არა ქუჩაში, რომელიც მაინც არაფრის მომტანია საბოლოოდ და ამ ქვეყანას კიდევ აღარ სჭირდება ქუჩის პოლიტიკა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია