26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გიგი უგულავა - ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას

სრულიად ცალსახაა ერთი რამ, რომ დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია სრულ ბოიკოტს უცხადებს მეათე მოწვევის პარლამენტს და ითხოვს რიგგარეშე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. უგულავამ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ერთხელ მაინც მიიღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას და ქვეყნისა და ხალხის მიმართ პატივისცემას გამოიჩენს.

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არის, სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. არც ერთი ჩვენგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი - პირველი და მთავარი, რასაც ვითხოვთ, ეს არის პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დაემსგავსება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის „ჯამახერიას“ და ის მაინც ძალიან მალე ჩამოიშლება თავისი არალეგიტიმურობის გამო, თავისი აბსურდულობის გამო. ამიტომ სჯობს, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი არჩევანი გააკეთოს. ქვეყანას სჭირდება რეალური ცვლილებები, ამ არჩევნებზე გამოჩნდა საზოგადოების გულისწადილი, რომ სჭირდება თავისუფალი არჩევნები, შესაბამისად, ან იქნება რიგგარეშე არჩევნები ან ეს „ჯამახერია“ მალე ჩამოიშლება. ერთხელ მაინც გამოიჩინოს „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოებრივი აზროვნება და გამოიჩინოს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ პატივისცემა. მან უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, ამიტომ აქციები გაგრძელდება და კვირას 15:00 საათზე დიდ აქციაზე, მანიფესტაციაზე გიწვევთ ყველას, რომ დაანახოთ რეალურად ქართველი ხალხის ნება და არა ის იუმორინა, რომელიც მოაწყო ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც დაარქვა თავისუფალი არჩევნები,“- განაცხადა უგულავამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა