ანა დოლიძე  ცესკო-ს სრული შემადგენლობით გადადგომას მოითხოვს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

გადადგეს ცესკო-ს სრული შემადგენლობა, თუმცა მანამდე სასწრაფოდ გამოვიდეს თამარ ჟვანია და გააკეთოს განმარტება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც დოლიძე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ავრცელებს. ანა დოლიძე მიმართვაში არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრობს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, ჩაერთოთ საქართველოში და კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების დაკვირვების და შეფასების პროცესში და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დასამკვიდრებლად.

“საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ჩემი კამპანიის მიმართ არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა - დაშინება, ძალადობა, შანტაჟი, უკანონო თვალთვალი, რაზეც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოკვლევა დაწყებულია ორ ფაქტზე, თუმცა არც ერთს შედეგი არ მოჰყოლია.

არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან მედიიის და სოციალური ქსელების მეშვეობით ვაცხადებდი, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მასიური გაყალბება ხდებოდა, ამის გვირგვინია არის ცესკოს მიერ ხმების დათვლის და გამოქვეყნების პროცედურა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემი შტაბი შეუჩერებლად მუშაობს და ამოწმებს ყველა ოქმს და ხმას. დიდუბე-ჩუღურეთში, ისე როგორც მთელს საქართველოში, უპრეცენდენტო გაყალბებას და დანაშაულს ჰქონდა ადგილი. შესწავლილი ოქმების 70%-ში თეთრი ძაფით არის შეკერილი ყველა დარღვევა, მათ შორის შეუსაბამობაა ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. არის „კარუსელის“ ნიშნები, გადაკეთებული რიცხვები, გაურკვევლად გაჩენილი საეჭვო ათასობით ხმა. ეს ყველაფერი უკავშირდება ოქმების გამოქვეყნების 24-საათიან დაგვიანებას.

ამიტომ მოვითხოვ: 1. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით და დადგინდეს ვის ინტერესშია ყოველივე ეს. 2. გადადგეს ცესკო-ს სრული შემადგენლობა, თუმცა მანამდე სასწრაფოდ გამოვიდეს თამარ ჟვანია და გააკეთოს განმარტება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 3. ორ ნოემბერს, ცესკო-ში ვასაჩივრებთ შედეგების ლეგიტიმურობას და მოვითხოვთ, მოხდეს ყველა ბიულეტენის და ხმის გადათვლა საერთაშორისო დამკვირვებლების და მედიის თანდასწრებით. 4. დაინიშნოს მთელს საქართველოში ხელახალი არჩევნები. 5. ვთხოვთ, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას პირად შეხვედრას, რომ უფრო დეტალურად მოხდეს გამოვლენილი დარღვევების გაცნობა.

დიდუბე-ჩუღურეთი ერთი მაგალითია მთელი საქართველოსი, ამიტომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, ჩაერთოთ საქართველოში და კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების დაკვირვების და შეფასების პროცესში და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დასამკვიდრებლად”,-აღნიშნულია მიმართვაში.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ