გაერთიანება ,,ერთად არჩევნებისთვის“ სადამკვირვებლო მისია ინფორმაციას ავრცელებს

გაერთიანება ,,ერთად არჩევნებისთვის“ სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს კენჭისყრის პროცედურები გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდა.

„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დაცული იყო უმთავრესი, დემოკრატიის ფუნდამენტალური პრინციპები, მათ შორის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების შესაძლებლობა და კენჭისყრის ფარულობა. სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა 31 ოქტომბერს სულ 2 საჩივარი წარადგინეს საარჩევნო კომისიებში, ასევე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიები მყისიერად რეაგირებდნენ და ეფექტურად უზრუნველყოფდნენ დაფიქსირებული საარჩევნო ხარვეზების აღმოფხვრას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ძირითადი მიგნებები: საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურები, საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით წარიმართა. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი ნების დაფიქსირება, კენჭისყრის პროცესი იყო ღია, გამჭვირვალე, ორგანიზებული, მშვიდი და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისი, პანდემიის პირობებში COVID-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიებში ყველა საარჩევნო პროცედურის დაცვით, უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხოდ ხმის მიცემ. საარჩევნო უბნებზე ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრები წილისყრაში არ იღებდნენ მონაწილეობას რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა, ხოლო იმ საარჩევნო უბნებში სადაც წილისყრაში მონაწილეობა მიიღეს უმეტეს შემთხვევებში უარს აცხადებდნენ წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსისა და რეგლამენტის დარღვევას, თითქმის ყველა საარჩევნო უბანში უხეშად ირღვეოდა ფოტოვიდეოგადაღების წესი, მიუხედავად საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მითითებისა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა უკანონო აღრიცხვა და ფოტოვიდეო იდენტიფიცირება მედიის წარმომადგენლების (,,newpost”/ნიუპოსტი) მიერ ამომრჩეველთა ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისა და ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კენჭისყრის შენობაში აგიტაციის გაწევა (1 ფაქტი), საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისა და შესაბამისი პირების გაძევების ფაქტები, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურების არათანმიმდევრულად განხორციელება (მარკირების პროცედურის დარღვევა), ნაკადის მომწესრიგებლისათვის ულტრაიისფერი ფარნის ტექნიკური გაუმართაობა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მცდელობები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და საარჩევნო ბიულეტენის გაცემის პროცედურული წესების დარღვევა (საარჩევნო ბიულეტენი რეგისტრატორის ხელმოწერისა ან/და ბეჭდის დასმის გარეშე). რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა დაძაბულობასა და ხალხმრავლობას, საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები, საარჩევნო ბიულეტენების დათვლა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღიად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე უფლებამოსილ პირებს შეუზღუდავად ჰქონდათ პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რის გამოც საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა რიგებს უბნების შესასვლელთან და ასევე, გარკვეულ უბნებზე 20:00 საათისათვის ამომრჩეველთა რიგების გამო კენჭისყრის პროცედურის დაგვიანებით დასრულებას. სოციალურ ქსელებსა და მედიაში ფიქსირდება, კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებისა და საარჩევნო კომისიების დისკრედიტაციის ფაქტები. კერძოდ, ვრცელდება არასრული დოკუმენტაცია - შემაჯამებელი ოქმი შესწორების ოქმის გარეშე, რაც საზოგადოების/ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას განაპირობებს. ასევე, ადგილი აქვს შემაჯამებელი ოქმების არასწორად წაკითხვასა და ინტერპრეტაციას, რაც ამომრჩევლებში არჩევნებთან დაკავშირებით ნეგატიური განწყობების შექმნის საფუძველს ქმნის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა