ნიკოლოზ მარსაგიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ დავტოვებდი

სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ დავტოვებდი, ვინაიდან თვითონ თავმჯდომარეს აქვს ზოგიერთი ისეთი უფლებამოსილება, რასაც სხვა ვერ შეასრულებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილის დანიშვნის თაობაზე.

ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განმარტებები გააკეთა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკაზე, რომლის თანახმადაც სერგო მეთოფიშვილი ისე დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, რომ ამავე სასამართლოს მოსამართლეებთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა.

„ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ თავმჯდომარის დანიშვნა ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რომელიც ვადებთან არის დაკავშირებული. დღეს, ამ პროცედურას ჩვენ ვერ ჩავატარებდით, მითუმეტეს, რომ მოსამართლეებთან კონსულტაცია იმ სასამართლოში, სადაც რაოდენობივად ყველაზე მეტი მოსამართლეა, გაგვიჭირდებოდა. ამავე დროს, სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ დავტოვებდი, ვინაიდან თვითონ თავმჯდომარეს აქვს ზოგიერთი ისეთი უფლებამოსილება, რასაც სხვა ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში პირდაპირ მითითებულია, რომ თავმჯდომარის დანიშვნამდე შესაძლებელია ერთ-ერთ მოსამართლეს დაეკისროს თავმჯდომარის უფლებასმოსილება“, - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა