ანა დოლიძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და განაცხადა, რომ თამარ ჟვანიამ დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები გააყალბა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები გააყალბა, რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ანა დოლიძემ ამ მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

მისი თქმით, გაყალბების მთავარი მიზანი ,,გია ვოლსკის გამარჯვება და ახალი ძალის დისკრედიტაციაა”.

,,დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ მოვითხოვო ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლის პასუხისმგელობა, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააყალბა დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები. გაყალბების ფაქტები ეხება საარჩევნო უბნების 80%-ს, გაყალბების მიზანი, რა თქმა უნდა, არის ბატონი ვოლსკის გამარჯვება და ახალი ძალის დისკრედიტაცია,” - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, ის გაერთიანებული ოპიზიციის აქციებს უერთდება.

„მე მივმართავ პროტესტის ორ ფორმას: სათითაოდ ახსნა-განმარტებებს მოვაცემინებთ საარჩევნო კომისიას სამართლებრივი მეთოდით, მოვითხოვთ უბნების გადათვლას და გაბათილებას. ამასთანავე, მივმართავ პროტესტის პოლიტიკურ ფორმას, ეს არის წნეხის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა