„ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე გააკეთეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი მოთხოვნაა „ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში“.

„მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ, რომ 31 ოქტომბერს ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები, არ იყო ნიშან-წყალიც კი ჩატარებული არჩევნებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მსგავსად გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი, შესაბამისად არავის იქ არაფერი არ გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი - ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი იქნება მიღწეული უახლოეს პერიოდში. „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა საზოგადოებაში და არ ვიღებთ ბიძინას თამაშის წესებს. მას მოუწევს უახლოეს დღეებში დაჰყვეს ხალხის ნებას და ხალხის ნება აღსრულდეს ახალი არჩევნების ჩატარების სახით, რომელიც დარწმუნებული ვარ, როგორც არასოდეს, ეს ისტორიული, უპრეცენდენტო ერთობა აიძულებს მას, ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა მელიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობა- გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ხმების 27.14% მიიღო და ახალი მოწვევის პარლამენტში - 35 მანდატი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ის პარტიები აცხადებენ, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით1%-იანი ბარიერი გადალახეს.მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ერთიანი ლეიბორისტული პატია“. ამ დროისთვის უცნობია პარტია „ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეების“ პოზიცია, რომელსაც ახალარჩეულ პარლამენტში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით 2 მანდატი ექნება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა