გიგი უგულავა - ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება პარლამენტი, სადაც ერთად 90 ცალი ანრი ოხანაშვილი და სოფიო კილაძეა - დილით დაიწყება ბიძინა ივანიშვილის ლექსების განხილვა

ან ქვეყანაში რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნები ტარდება თამარ ჟვანიას და გამყალბებლების გარეშე, ან დარჩებით მარტო და მაინც ჩატარდება არჩევნები ასევე თამარ ჟვანიას და მისი გამყალბებლების გარეშე. ეს ორი არჩევანი გაქვთ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები აქტივისტებთან ერთად იკრიბებიან.

გიგი უგულავამ ხელისუფლებას მიმართა, რომ "დროზე მოეგონ გონს და პატიოსანი არჩევნები ჩაატარონ".

"საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამე მოხდა. ამაზე გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, იმიტომ, რომ რეალურად ამ დროის მონაცემით სიტუაცია ისეთია, რომ " ქართული ოცნება" იქნება მარტო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ის პარლამენტი იქნება ჩრდილოეთ კორეას პარლამენტივით და ძალიან მალე თვითონ ჩამოიღვენთება,როგორც პარაფინის სანთელი.

ამიტომ, კარგად უნდა დაფიქრდეს ივანიშვილი.ჩვენი ჯგუფები მუშაობენ და მე სპეციალურად წამოვიღე მონაცემი. 3 700 უბნიდან 1 175 უბანზე ბალანსი არ ჯდება. ანუ,ივანიშვილის არითმეტიკის და მისი მსტოვრების არითმეტიკით ორს პლიუს ორი არის შვიდი. ისეთი ეგზოტიკური შეცდომები და გაყალბებებია, რომ საერთოდ ვერც წარმოიდგენთ. მაგალითად, ბათუმის ერთ საარჩევნო უბანზე ყველამ ვიცით, რომ 1500 ამომრჩეველზე მეტი არ შეიძლება იყოს. აი, ის ჯამი, რომლითაც ჯდება 3 028 ადამიანია მოსული, მაშინ, როცა თავზე აწერია 795. ანუ, ვითომ მოვიდა 795, მაგრამ მიღებული ხმები ჯამურად არის 3 028. აი ასეთი აბსურდული არის 1175. ამ არითმეტიკით ბატონო ბიძინა, თქვენ შორს ვერ გაფრინდებით. ამიტომ, ან ტარდება ქვეყანაში რიგგარეშე თავისუფალი არჩევნები თამარ ჟვანიას და იმ გამყალბებლების გარეშე, ან დარჩებით მარტო და მაინც ჩატარდება არჩევნები ასევე თამარ ჟვანიას და მისი გამყალბებების გარეშე. ეს ორი არჩევანი გაქვთ. უბრალოდ, შეგიძლიათ, ახლა ღირსეულად მოიქცეთ. ან დროს გაწელავთ და თქვენთვისვე იქნება გაცილებით მძიმე შედეგები, რადგან ქვეყანა ნახავს ჯამახირიას. წარმოგიდგენიათ ხომ, რა იქნება ის პარლამენტი, სადაც ერთად იქნება 90 ცალი ანრი ოხანაშვილი და სოფიო კილაძე. დილით, რომ დაიწყება ბიძინა ივანიშვილის ლექსების განხილვა, მერე ივანიშვილის მიმართ მიძღვნილი ლექსები, მერე რაღაც პოეზია შემოვა. აქ, ეგეთიც იქნება და ასეთი იქნება პარლამენტი. სადამდე გაძლებს ეს პარლამენტი, როდესაც გარეთ პანდემია და შიმშილი იქნება, კიდეც ვნახავთ. ამიტომ, დროზე მოეგეთ გონს და ჩაატარეთ პატიოსანი არჩევნები და არა ეს მავნე რაღაც შამანობა, რომელიც ქართველი ხალხის ზურგს უკან ჩაიდინეთ", - განაცხადა უგულავამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა