რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - არჩევნები თბილისის შიდა საქმეა - რუსეთი ორიენტირებული იქნება ნაბიჯებზე, რომელსაც ახალი ხელისუფლება ორმხრივი კავშირების ფარგლებში გადადგამს

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით და ორიენტირებული იქნება ნაბიჯებზე, რომელსაც გადადგამს ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლება ორმხრივი კავშირების ფარგლებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით დიდი ხნის წინ განისაზღვრა. ჩვენ მომხრე ვართ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გამოსწორების. ბუნებრივია, ორიენტირებული ვიქნებით იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადადგამს ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით“, - განაცხადა რუდენკომ სააგენტო „ტასს“-ის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა მოსკოვის პოზიციას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე.

რუდენკომ აღნიშნა, რომ არჩევნები თბილისის შიდა საქმეა, რომლის შედეგები უნდა შეაფასოს, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ამომრჩეველმა.

„წინ არის მთავრობის ფორმირების დიდი პოლიტიკური პროცესი. შევხედავთ, როგორ განახორციელებენ თავის დაპირებებს“ , - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა