დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოების, გადამუშავებისა და მომსახურების სექტორში 100 დევნილი დაფინანსდება. თითოეული გრანტის ოდენობა 2000 ევროს შეადგენს. განაცხადების მიღება 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

„ საგრანტო კონკურსს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N37დ და ზუგდიდი, 8 მარტის ქუჩა N1.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - geo-drc@drc.ngo“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა