ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ვენაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ვენაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიდრე არ იქნება შესაბამისი ინსტრუქცია სამართალდამცავებისგან, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტნიუსი“ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ საელჩოს „ცხელ ხაზზე“ დარეკონ.

„საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, დღეს აუცილებლად თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, ვიდრე არ გვექნება შესაბამისი ინსტრუქცია სამართალდამცავებისგან. მოქალაქეებს, რომლებიც მაგალითად, საკონსულო მომსახურებისთვის იყვნენ ჩაწერილი, საკონსულო დაუკავშირდა, მათ ტელეფონით ან მომდევნო ხელსაყრელ დროს გაუწევენ მომსახურეობას. „ცხელი ხაზი“ მუდმივად ჩართულია, საელჩოს ნომერიც ხელმისაწვდომია. ჩვენ ეს გავავრცელეთ „ფეისბუქით“ „ტვიტერით“, ჩემი პირადი „ფეისბუქითაც“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„სამართალდამცავების მხრიდან გვაქვს რეკომენდაცია, რომ დავრჩეთ სახლში. გუშინ საღამოდან სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამაცავების, სპეცდანიშნულების რაზმის, ასევე ვერტმფრენების ჩართვით მიმდინარეობდა. ლიკვიდირებულია ერთი ტერორისტი. თუმცა, სამართალდამაცვები ყველა ზომებს იღებენ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს უსაფრთხო. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არ გვაქვს რაიმე ცნობა „ცხელ ხაზზე“ ან ისე, რომ ისინი დაშავებულები იყვნენ. დაშავებულთა შორის ამჟამად 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 15 ადამიანია დაჭრილი, მათ შორისაა პოლიციის ოფიცერი“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

„ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით და როგორც ჩანს, კარგად მომზადებული ოპერაცია. ავსტრიისთვის ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა, თან ეს პანდემიის ფონზე ხდება. გუშინ ავსტრიაში იყო ბოლო დღე მეორე „ლოკდაუნის“ გამოცხადებამადე. დღეიდან განსაკუთრებული წესები შევიდა ძალაში, მათ შორის „კომენდანტის საათი“ 20 საათიდან. ჯგუფმა, რომელიც ამას გეგმავდა, კარგად იცოდა, რომ ვენის ცენტრალურ უბნებში ბევრი ხალხი იქნებოდა და ასეც იყო. ალბათ, დრო ამის გათვლით შეარჩიეს“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, ავსტრიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავებმა ერთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუცმა ფაქტს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა