მარტვილში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, როზა ჯანაშიამ განუცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, პაციენტს სწრაფი ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა PCR ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

“პაციენტი ქრონიკული ავადმყოფი იყო და თავისი ექიმის დანიშნულებისამებრ მკურნალობდა. როცა კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, გაიტესტა. სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, ხოლო PCR ტესტის დადებითი. სანამ PCR ტესტის პასუხი მოვიდა, პაციენტი სახლში გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლინიკაში გარდაიცვალა, რაც არასწორია. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ ჰქონდა“, - განაცხადა როზა ჯანაშიამ.

იხილეტ ვიდეო: მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი სახლში გარდაიცვალა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია