FBI ავტომატურ სატელეფონო ზარებს იძიებს, რომელიც ამერიკელებს არჩევნების დღეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს ავტომატურ სატელეფონო ზარებს, რომლებიც ამერიკელებს არჩევნების დღეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„გამარჯობა. ეს უბრალოდ საცდელი ზარია. დროა სახლში დარჩე. იყავი სახლში, უსაფრთხოდ“ , - ამბობს ავტომატური ზარის ხმა.

ავტომატური ზარების თაობაზე მეტი დეტალი არ ვრცელდება.

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამერიკელმა ხალხმა არჩევანი მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის უნდა გააკეთოს. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა